Critical Mass თბილისი
მსვლელობა

Critical Mass თბილისი

შემოგვიერთდი Critical Mass ველო მსვლელობაზე, 19:30-ზე ველოს ძეგლთან. ველო აქტივიზმი, უსაფრთხოება რიცხვებში და ქალაქის ერთად გადაადგილება.

ველოსიპედის ძეგლი
27 ივნისი 2025
23:30
2 დღე

ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?

მსვლელობაში მონაწილეობა შესაძლებელია:

  • ველოსიპედით
  • ელექტრო ველოსიპედით
  • cargo ბაიკით
  • ელექტრო kick სკუტერით
  • ელექტრო ბორბლით
  • სკეიტბორდით
  • kick სკუტერით
  • სირბილით

რას ემსახურება ველო მსვლელობა?

  • ველომოყვარულების ერთმანეთისთვის გაცნობას
  • საერთო პრობლემებისა და საკითხების განხილვას
  • დამწყებებისთვის უსაფრთხო გადაადგილების პრინციპების ჩვენებას
  • ველობილიკების საჭიროების წარმოჩენას
  • მძღოლებისთვის შეხსენებას, რომ ველო საგზაო მოძრაობის ნაწილია
  • ველოს, როგორც ტრანსპორტის პოპულარიზებას
  • თბილისის სხვადასხვა უბნის ველოთი მონახულებას
  • გუნდური გადაადგილების კულტურის ჩამოყალიბებას
  • დადებითი ემოციების გაზიარებას

რა არის Critical Mass?

Critical Mass არის ველო აქტივიზმის ფორმა — ველომოყვარულები იკრიბებიან და გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში ერთიანად.

იდეა დაფუძნებულია ლათინურ ანდაზაზე — „უსაფრთხოება რიცხვებშია“. რაც მეტნი ვმოძრაობთ ერთად, მით ნაკლებია საფრთხე, რომელსაც ავტომანქანები ქმნიან.

შეკრება ტარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ისტორია საქართველოში

საქართველოში სხვადასხვა ჯგუფი ორგანიზებას უწევდა მსვლელობას. ბოლო წლებში სახელი თამაზ თიკანაძეს უკავშირდება.

მეტი ინფორმაცია: იხილე აქ | იხილე აქ

ფოტოები: Tbilisi Critical Mass

შემოგვიერთდი და გავხადოთ ქალაქი უფრო მეგობრული ველოსთვის 💙

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all