შენი ველოსიპედის დღე ✨️
მსვლელობა

შენი ველოსიპედის დღე ✨️

შენი ველოსიპედის დღე – მშვიდი და მხიარული მსვლელობა 1 ივნისს ველოს ძეგლიდან ვაკის პარკამდე. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ველოთი ან სხვა ეკოტრანსპორტით.

ველოსიპედის ძეგლი
01 ივნისი 2025
15:00
2 საათი

საზოგადოების ნაწილისთვის ველოსიპედი უბრალოდ ერთი ფორმისა და დანიშნულების ნივთია. ჩვენთვის კი, ვისაც ველო გვიყვარს, თითქმის სულიერია — ვარჩევთ წონით, ფერით, ნაწილებით, ჩარჩოს მასალით, ამორტიზატორების ხარისხით და სხვა დეტალებით.

ზოგისთვის ველო ყოველდღიური ტრანსპორტია, ზოგისთვის მთიდან სწრაფად დაშვების საშუალება, ვიღაცისთვის მოგზაურობის მეგზური, ან საკუთარი ძალების გამოვლენის გზა.

არ აქვს მნიშვნელობა, სამთო ველო გყავს თუ BMX, გრაველი თუ road, ყოველდღე დადიხარ თუ თვეში ერთხელ — ამ დღეს ჩვენთან ერთად უნდა იყო.

თარიღი და მარშრუტი

ველოს საერთაშორისო დღე 3 ივნისს აღინიშნება, თუმცა მსვლელობას ვმართავთ 1 ივნისს, რადგან კვირაა.

შეკრება: 11:00, ველოს ძეგლთან
მიმართულება: ვაკის პარკი
მანძილი: 5 კმ

ნელა, მშვიდად და მხიარულად მივემართებით ვაკის პარკისკენ.

ვინ შეიძლება შემოგვიერთდეს

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:

  • ველოსიპედით
  • ელექტრო kick scooter-ით
  • გორგოლაჭებით
  • სკეიდით ან ლონგბორდით
  • სირბილით
  • ეტლით
  • e-wheel-ით

ეს დღე არის მოძრაობის, ეკომობილობის და ქალაქში უსაფრთხო სივრცის მხარდაჭერის დღე.

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all