კავკასიის ველო ქსელი

ველოსიპედი როგორც ცხოვრების სტილი – ვაერთიანებთ ველომოყვარულებს, ვავითარებთ ველოკულტურას, ვასწავლით, ვმოგზაურობთ და ვქმნით უსაფრთხო, აქტიურ ველო საზოგადოებას საქათველოში.

კავკასიის ველო ქსელი შეიქმნა ველომოყვარულების მიერ, რომელთა მიზანია ველოსიპედის კულტურის გავრცელება და განვითარება საქართველოში. ჩვენი გუნდი მოყვარულებისა და პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ველოსიპედი გახდეს არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, არამედ ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი მიზნები და მიმართულებები

ველოკულტურის განვითარება

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს ველოსიპედით მოგზაურობისა და გადაადგილების პოპულარული ადგილი. ამისათვის ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც ველოსიპედის გამოყენების უსაფრთხოებას, ეკოლოგიურობას და კომფორტს ხელს უწყობს.

საგანმანათლებლო პროექტები და ღონისძიებები

ჩვენი მიზანია, რომ ველომოყვარულებმა და ახალბედებმა შეიძინონ ცოდნა ველოსიპედის მართვისა და მოვლის შესახებ. ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებსა და მასტერ-კლასებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან და უნივერსიტეტებთან, რათა ახალგაზრდა თაობას ვასწავლოთ ველოსიპედის მართვის ძირითადი წესები და ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილება.

ველოტურები საქართველოში

ველომოყვარულებს ვთავაზობთ საინტერესო და სათავგადასავლო ველოტურებს საქართველოს ულამაზეს ადგილებში. ჩვენი ტურები მოიცავს როგორც მარტივ, ასევე რთულ და ექსტრემალურ მარშრუტებს, რაც ყველა დონეზე მყოფ ველომოყვარულს შეუძლია გამოსცადოს.

სპორტული ღონისძიებები

ვმართავთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას: სამთო და საგზატკეცილო ველოშეჯიბრებებსა და ფესტივალებს. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ველოსიპედის პოპულარიზაციას და სპორტული კულტურის განვითარებას.

ცოდნა, საზოგადოება და რესურსები

ჩვენი გვერდი ასევე ავითარებს ველო ბლოგს, ინტერაქტიულ ველო ქვიზებს და სანდო ველო მაღაზიების კატალოგს, რომელიც ველომოყვარულებს ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, საკუთარი უნარების შემოწმებაში და საჭირო სერვისების პოვნაში საქართველოში.

CCN-ში გაწევრიანება და ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლებელია ყველასთვის, ვისაც ველოსიპედი უყვარს. ჩვენთან ერთად შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები, ეწვიოთ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს და შეხვდეთ ახალ მეგობრებს.

ჩვენი გუნდი

ველო გამყოლები

გაიცანით ჩვენი გამოცდილი და სერტიფიცირებული გამყოლები.

ლექსო მაჭარაშვილი

ლექსო მაჭარაშვილი

ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალისტი / ველო გამყოლი

ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალისტი / ველო გამყოლი

პროფილი
ნიკოლოზ კურდღელაშვილი

ნიკოლოზ კურდღელაშვილი

მექანიკოსი / ველო გამყოლი

მექანიკოსი / ველო გამყოლი

პროფილი
მარ მიხელიძე

მარ მიხელიძე

ველო გამყოლი / ტურის ლიდერი

ველო გამყოლი / ტურის ლიდერი

პროფილი
მიშა ფერაძე

მიშა ფერაძე

ველო გამყოლი / DevOps ინჟინერი

ველო გამყოლი / DevOps ინჟინერი

პროფილი

კონტაქტი

გაქვთ კითხვები ჩვენი ტურების ან სერვისების შესახებ? მოგვწერეთ და ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ვადაში.

მისამართი
თბილისი, საქართველო
ტელეფონი
+995558204125
ელ.ფოსტა
info@ccn.ge

დაგვიკავშირდით