ჩემს შესახებ

მე ვარ მარ მიხელიძე — ველოსიპედისტი, სამთო და საგზაო ველოგამყოლი, თბილისის ველო მერი.


ველოსიპედი ჩემთვის მხოლოდ სპორტი არ არის, ესაა თავისუფლება, ჯანსაღი ენერგია და სამყაროს სხვანაირად დანახვის გზა. 2022 წლიდან თბილისის ველო მერის მოხალისეობრივი პოზიციიდან, თანამოაზრეებთან ერთად, ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო უსაფრთხო და ველომეგობრული გახდეს.


ვარ სერტიფიცირებული სამთო ველოსიპედის ინსტრუქტორი და გიდი. გავლილი მაქვს Instructor-Guide Level I კურსი ევროპული სამთო ველო ინსტრუქტორ-გიდების ორგანიზაციაში. ამ კურსმა გამიღრმავა ცოდნა უსაფრთხოების სტანდარტების, რისკების მართვისა და ტურის პროფესიონალურად დაგეგმვის საკითხებში. 


ტურის დაგეგმვისას ჩემთვის მნიშვნელოვანია:

  • მარშრუტის შერჩევა ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, გამოცდილების, ინტერესების შესაბამისად 
  • უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება როგორც აღმართზე, ასევე დაშვებისას
  • მეგობრული და მხარდამჭერი გარემოს შექმნა
  • ბუნებისა და ადგილობრივი კულტურის მონაწილეებისთვის გაცნობა


ჩემი მიზანია, თითოეული ველოტური იყოს უსაფრთხო, შთაგონებით სავსე და დასამახსოვრებელი. მსურს, რომ დღის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ თავი იგრძნოს უფრო ძლიერად, თავდაჯერებულად და ბედნიერად.

სპეციალიზაციები

სამთო ველოტური საგზაო ველოტური ველო ტურის დაგეგმვა ქალაქის ველოტური

სერტიფიკატები

Instructor-guides level I course by European organization of mountain bike instructor-guides
You must be logged in to leave a review. შესვლა