ველოსიპედის მართვის სწავლება
თუ ველოს ტარება ბავშვობისას არ გისწავლია, ეს არც სამარცხვინოა და არც გასაკვირი. ახალი გამოწვევა თან სახალისოა, თან ამაღელვებელი – ივითარებ ახალ უნარს, რომელიც გზას გიხსნის ველო თავგადასავლებისკენ და ველო საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვისკენ
ველოსიპედის ტარება არ არის მხოლოდ სპორტი – ეს არის გადაადგილების თავისუფლება, თავდაჯერებულობა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება. თუ ბავშვობაში ვერ ისწავლე ან აქამდე ვერ გაბედე, ეს არც სამარცხვინოა და არც იშვიათი. სწორი გარემო, მშვიდი ტემპი და მხარდაჭერა ყველაფერს ცვლის.
ვისთვისაა ეს გაკვეთილები?
პროგრამა განკუთვნილია სრულად დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს ველოსიპედის მართვის უნარების გაუმჯობესება უსაფრთხო გარემოში.
- თუ არასდროს გიცდია ველოს ტარება
- გიცდია, მაგრამ არ გამოგსვლია
- იცი ველოს ტარება, მაგრამ თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობ
- გინდა, ველოზე სხვადასხვა პრაქტიკული უნარის დახვეწა
- ქალაქში გადაადგილების გამოცდილება არ გაქვს და არ იცი, როგორ დაიწყო
რას სწავლობთ?
სწავლება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მარტივი მოძრაობებიდან უფრო რთული ელემენტებისკენ, თქვენი შესაძლებლობებისა და ტემპის გათვალისწინებით.
- ველოს მართვას სწორ რელიეფზე, უსაფრთხო გარემოში
- სწორი დამუხრუჭების ტექნიკას
- მოხვევასა და ბალანსის კონტროლს
- მცირე აღმართისა და დაღმართის დაძლევას
- ცალი ხელის გაშვებას (მისანიშნებლად)
- ფეხზე ადგომით ველოს მართვას
- რეალურ სიტუაციებში საჭირო სხვა პრაქტიკულ უნარებს
რას გთავაზობთ?
ჩვენი მიზანია სწავლა იყოს კომფორტული, უსაფრთხო და მოტივაციის მომცემი.
- ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფის გაკვეთილებს
- მეგობრულ და გამოცდილ ინსტრუქტორებთან მუშაობას
- დაცულ და დამწყებებზე მორგებულ სასწავლო სივრცეს
რამდენი შეხვედრაა საჭირო?
სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ პროგრესზე. ჩვენი გამოცდილებით, მინიმუმ 2 შეხვედრა არის საჭირო საბაზისო უნარების დასაუფლებლად. გაკვეთილები გრძელდება იქამდე, სანამ თავად არ გადაწყვეტთ შეწყვეტას.
პირობები
- ველოსიპედი და ძირითადი აღჭურვილობა ჩვენი მხრიდან არის უზრუნველყოფილი
- შეხვედრების გრაფიკი წინასწარი შეთანხმებით განისაზღვრება
- ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში
ღირებულება
სწავლება მოხალისეობრივია და სავალდებულო გადასახადი არ არსებობს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ „კავკასიის ველო ქსელის“ სამომავლო გეგმებს შემოწირულობით:
GE76TB7513736080100007
ველოსიპედით სიარული თავისუფლებაა და ეს უნარი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეისწავლოს.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენი წლის ასაკში შეიძლება ველოს სწავლა?
ასაკი არ წარმოადგენს შეზღუდვას. ველოსიპედის მართვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება ისწავლო. ჩვენთან მოდიან როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრულები, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ ეს გამოცდილება.
უსაფრთხოა თუ არა სწავლა დამწყებისთვის?
დიახ. გაკვეთილები ტარდება უსაფრთხო და დაცულ სივრცეში, ეტაპობრივად და თქვენი ტემპის მიხედვით. საწყის ეტაპზე სწავლება არ მოიცავს ქალაქის მოძრაობას.
საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება?
არა. გაკვეთილები მორგებულია დამწყებებზე და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. მთავარი სურვილია.
რა უნდა მოვიტანო გაკვეთილზე?
საკმარისია კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ველოსიპედი და საჭირო აღჭურვილობა ჩვენთან არის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოიყვანოთ საკუთარი ველოსიპედი.
სად ტარდება გაკვეთილები?
ადგილი წინასწარ შეთანხმებით განისაზღვრება და შეირჩევა უსაფრთხო, დამწყებებისთვის შესაფერის გარემოში.
ფოტოებს და ვიდეოებს აუცილებლად იღებთ?
არა. ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში. თუ არ გსურთ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.