ველო მსვლელობა + 600 კმს ამბების გაზიარება
მსვლელობა

ველო მსვლელობა + 600 კმს ამბების გაზიარება

შემოგვიერთდი 25 ივლისს ველო მსვლელობაზე და 600 კმ ბრევეტის გამოცდილების გაზიარებაზე. 10 კმ ქალაქში და შემდეგ შეხვედრა პარკში კითხვებისთვის.

ველოსიპედის ძეგლი
25 ივლისი 2025
23:30
2 დღე

ველოთი გავივლით დაახლოებით 10 კმ-ს, რის შემდეგაც პარკში დავსხდებით და 600 კმ ბრევეტის მონაწილეებს კითხვებს დაუსვამთ.

მსვლელობაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ:

  • ველოსიპედით
  • ელექტრო ველოსიპედით
  • cargo ბაიკით
  • ელექტრო kick სკუტერით
  • ელექტრო ბორბალით
  • სკეიტბორდით
  • kick სკუტერით
  • სირბილით

რას ემსახურება ველო მსვლელობა?

  • ველომოყვარულების ერთმანეთისთვის გაცნობას
  • საერთო საკითხებისა და პრობლემების განხილვას
  • დამწყებებისთვის უსაფრთხო გადაადგილების ჩვენებას
  • ველობილიკების საჭიროების წარმოჩენას
  • მძღოლებისთვის შეხსენებას, რომ ველო საგზაო მოძრაობის ნაწილია
  • ველოს, როგორც ტრანსპორტის პოპულარიზებას
  • თბილისის უბნების ველოთი მონახულებას
  • გუნდური გადაადგილების კულტურის ჩამოყალიბებას
  • დადებითი ემოციების გაზიარებას

რა არის Critical Mass?

Critical Mass არის ველო აქტივიზმის ფორმა — ველომოყვარულები ერთიანად გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში.

იდეა დაფუძნებულია ანდაზაზე — „უსაფრთხოება რიცხვებშია“. რაც მეტნი ვართ ერთად, მით უფრო უსაფრთხოა მოძრაობა.

მსვლელობა ტარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ისტორია საქართველოში

სხვადასხვა ჯგუფი წლების განმავლობაში უწევდა ორგანიზებას. ბოლო წლებში სახელი თამაზ თიკანაძეს უკავშირდება.

მეტი ინფორმაცია: იხილე აქ | იხილე აქ

ფოტოები: Tbilisi Critical Mass

შემოგვიერთდი და გავაზიაროთ გამოცდილება 💙

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all