16–22 ნოემბერს, საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, ვმართავთ მსვლელობას.
რატომ ვიკრიბებით?
გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ:
- ქვეითების უსაფრთხოებაზე
- ალტერნატიული ტრანსპორტით გადაადგილების დაცულობაზე
- ქალაქის ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე
- რეგულაციებისა და მათი აღსრულების მნიშვნელობაზე
უსაფრთხო მოძრაობა ყველას უფლებაა — მნიშვნელობა არ აქვს, ფეხით დადიხარ, ველოსიპედით, სკუტერით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ჩვენი მიზანი
შევქმნათ დიალოგი, გავაზიაროთ გამოცდილება და ვაჩვენოთ, რომ ქალაქში უსაფრთხო გადაადგილება პრიორიტეტი უნდა იყოს.
რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო ხმამაღლა გაისმის ჩვენი მოთხოვნა — უსაფრთხო, ინკლუზიური და ადამიანზე მორგებული ქუჩები.
შემოგვიერთდი და გახდი უსაფრთხო მოძრაობის მხარდამჭერი 💙