📍 მაიაკოვსკის ძეგლთან (პაიჭაძის ქ., დიღმის მასივი)
⏳ 14 თებერვალი, 13:00 სთ
🚲🛴 ყოველ თვეში (აგვისტოს გარდა) თბილისში გაიმართება ველო მსვლელობა — სხვადასხვა უბანში და სხვადასხვა მარშრუტით.
💥 წლის პირველი მსვლელობა ტრადიციულად ეძღვნება გურამ ინაკავაძეს — ადამიანს, რომელიც ველო გადაადგილებისას წესების დარღვევით მოძრავ ავტომანქანას ემსხვერპლა.
მსვლელობის მიზანი
- ველობილიკების საჭიროებაზე ყურადღების გამახვილება
- საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარი
- ქალაქში უსაფრთხო გადაადგილების კულტურის გაძლიერება
- ერთად სიარულით პოზიტიური გარემოს შექმნა