ეკო ტრანსპორტის მსვლელობა 🇪🇺🇬🇪
მსვლელობა

ეკო ტრანსპორტის მსვლელობა 🇪🇺🇬🇪

21 სექტემბერს ეკო ტრანსპორტის მსვლელობა ველოს ძეგლიდან. 8 კმ ქალაქში მდგრადი, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი მობილობის მხარდასაჭერად.

ველოსიპედის ძეგლი
21 სექტემბერი 2025
15:30
1 საათი 30წუთი

შემოგვიერთდით ეკო ტრანსპორტის მსვლელობაში, რომელიც იმართება მობილობის ევროპული კვირეულის ფარგლებში.

🚲 მონაწილეობის ფორმები

მონაწილეობა შესაძლებელია:

  • ველოსიპედით
  • ელექტრო ველოსიპედით
  • ელექტრო სკუტერით / e kick სკუტერით
  • ელექტრო ბორბლით
  • ლონგბორდით
  • ელექტრო ეტლით
  • სირბილით

გასავლელი მანძილი: 8 კმ

🌍 მობილობის ევროპული კვირეული (16–22 სექტემბერი)

წელს კვირეულის თემაა — „მობილობა ყველასთვის“.

ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს — შემოსავლის, საცხოვრებლის მდებარეობის, სქესის ან შესაძლებლობების მიუხედავად — უნდა ჰქონდეს მდგრადი ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა.

ბევრი ადამიანი აწყდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ტრანსპორტის მაღალი ღირებულება ან არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, რაც ზღუდავს წვდომას სამუშაო ადგილებზე, განათლებასა და აუცილებელ სერვისებზე. ამას უწოდებენ სატრანსპორტო სიღარიბეს.

2025 წელს კვირეული მოგვიწოდებს, წარმოვიდგინოთ და ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ტრანსპორტი იქნება:

  • ხელმისაწვდომი
  • ინკლუზიური
  • უსაფრთხო
  • მდგრადი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება უნდა იყოს მოსახერხებელი, მისაღები და კომფორტული არჩევანი.

შემოგვიერთდი და ვაჩვენოთ, რომ ეკო მობილობა მნიშვნელოვანია 🇪🇺

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all