თუ ველოსიპედით დადიხარ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა მისი შეკეთება მინიმალურ დონეზე მაინც დაგჭირდება — იქნება ეს ველოტურში თუ ყოველდღიურ გადაადგილებაში.
როგორც იცით, 200 კმ ბრევეტი 26 მაისს გაიმართება. ბრევეტი self-supported ფორმატშია, რაც ნიშნავს, რომ გზად ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში ველოს შეკეთება თავად უნდა შეძლოთ.
ვის შეუძლია დასწრება
დასწრება შეუძლია როგორც ბრევეტის მონაწილეს, ასევე ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობა უფასოა.
თუ გადაწყვეტთ CCN-ის მხარდაჭერას, სიამოვნებით გაგიზიარებთ ანგარიშის ნომერს: #GE76TB7513736080100007
ვინ გაუძღვება შეხვედრას
შეხვედრას გაუძღვება ველო მექანიკოსი, ველო ინსტრუქტორი და გიდი, CCN-ის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ კურდღელაშვილი.
რას ისწავლით
- როგორ გამოცვალოთ ან შეაკეთოთ დაზიანებული კამერა
- როგორ მოემზადოთ ველოსიპედით გასვლისთვის
- როგორ შეამოწმოთ ველოსიპედის სხვადასხვა ნაწილი
- სხვა პრაქტიკული რჩევები გზაზე გამოსადეგი სიტუაციებისთვის
შეხვედრის განმავლობაში შეძლებთ კითხვების დასმას და პრაქტიკულ დემონსტრაციაში მონაწილეობას.