როცა ვაპირებთ ველოსიპედით სიარულს, პირველ რიგში ველო სწორად უნდა მოვირგოთ.
სწორად მორგებული ველოსიპედი საჭიროა:
- კომფორტისთვის
- სახსრებისა და მუხლების დაცვისთვის
- ტრავმების პრევენციისთვის
- დიდი მანძილების ეფექტურად გასავლელად
Bike Fitting, ანუ ველოს მორგება, დამოკიდებულია:
- ველოსიპედისტის ანატომიაზე
- გასავლელ მანძილზე
- ტემპზე — სწრაფი, ნელი თუ ზომიერი
- ველოს ტიპსა და დანიშნულებაზე
შეხვედრა ტარდება „ბრევეტი 300“-ის მომზადების ფარგლებში.
ვინ გაუძღვება შეხვედრას
ნიკოლოზ კურდღელაშვილი — ველო ინსტრუქტორი, ველო გიდი, ველო მექანიკოსი და CCN-ის წარმომადგენელი.
ლოკაცია
ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის პარკი
შეკრება მთავარ შესასვლელთან (ველო პარკინგებთან)
დასწრება
დასწრება თავისუფალია.
მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.