რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ?

გამოქვეყნდა 10 თებერვალი 2025 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ამბები
რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ?

საზოგადოებრივი დამოკიდებულება ველოსიპედის მიმართ საქართველოში

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ ველოსიპედი „არც ისე ქართული“ მოვლენაა და მის გამოყენებას საზოგადოება მასობრივად არასდროს დაიწყებს, რადგან მიმღებლობა მის მიმართ მცირეა ჩვენს საზოგადოებაში. ამ შინაარსის კომენტარებს ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში, როცა ველობილიკების შესახებ მიდის მსჯელობა.

რამდენად მართალია ეს, კვლევებით შემოწმებული არ არის. (არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ველოსიპედს უკავშირდება, მაგრამ ახლა არ ჩავუღრმავდები, რადგან ამ საკითხთან არაა დაკავშირებული)

ველოსიპედი ქართულ რეკლამაში და მარკეტინგში

გადავწყვიტეთ, დავკვირვებოდით რეკლამებს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook ში გვხვდება და გვემსჯელა ამის შესახებ.

ჩვენი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში, ველოსიპედს, ძირითადად, დეველოპერული კომპანიები იყენებენ სარეკლამოდ. იშვიათ შემთხვევაში ვხედავთ წყლის, ან ბანკის რეკლამაშიც. დიდი შანსია, თქვენც გადაწყდომიხართ ამ ფოტოებს "სქროლვისას".

ახსენებენ, რომ ახალი ბინის ყიდვისას, შეგეძლება კორპუსის ეზოში ველოსიპედით უსაფრთხოდ სეირნობა, ოჯახთან ერთად. ანუ, შეიძლება დავუშვათ, რომ ეს მიმზიდველი სცენარია ქართული ოჯახისთვის. მინიმუმ, მარკეტინგის თანამშრომლების აზრით.

ქალაქის ინფრასტრუქტურა და ველო გადაადგილება

რატომ მარტო კორპუსთან? ქუჩები რომ ქვეითებზე, ველოსიპედებზე მორგებული იყოს, რატომ არ იქნება საზოგადოებისთვის მისაღები?

ქუჩა ადგილია, სადაც რამდენიმე საათს ატარებს ადამიანი დღეში. რატომ უნდა იყოს მტვრიანი, გამონაბოლქვით მოწამლული და მოუხერხებელი?

აქვე აღსანიშნია, რომ რაც მეტი ადამიანი ივლის ფეხით და ველოსიპედით, მით მეტ მანქანას გაუთავისუფლდება ადგილი და დიდი შანსია, საცობში აღარ იდგეს.

ველოსიპედის ასოციაციები და საზოგადოებრივი აღქმა

დავუბრუნდეთ საზოგადოების შეხედულებას - თქვენთვის რასთან ასოცირდება ველოსიპედი?

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

Related Blog

View all
რა არის Ciclovía? ამბები
07 აპრილი 2025

რა არის Ciclovía?

Ciclovía ათავისუფლებს ქუჩებს და აძლევს ადამიანებს სივრცეს სიარულისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის, ცეკვისთვის და დასვენებისთვის. Bogotá-ს მაგალითით შთაგონებული, ის მომავლის ქალაქის ხედვას გვთავაზობს.

ველომოყვარული მარიკა მაისურაძე ამბები
20 აპრილი 2021

ველომოყვარული მარიკა მაისურაძე

გაიცანით მარიკა მაისურაძე — ისტორიკოსი-ეთნოლოგი, ხელოვანი, მასწავლებელი და დედა, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს ველოსიპედით თბილისში. წაიკითხეთ მისი გამოცდილება, რჩევები და ინსპირაცია.