ველომოყვარული მარიკა მაისურაძე

გამოქვეყნდა 20 აპრილი 2021 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ამბები
ველომოყვარული მარიკა მაისურაძე

ველომოყვარული მარიკა მაისურაძე გვიყვება საკუთარი თავის შესახებ და პირველ რიგში ახსენებს, რომ დედაა:

მყავს 16 წლის ელენე, პროფესიით ისტორიკოსი-ეთნოლოგი, ხელოვანი. ვარ პედაგოგი.

ველო უკვე სამი წელია, რაც მისი ტრანსპორტია:

საზღვარგარეთ ცხოვრების დროს შევიძინე, გამოვაგზავნე. საქართველოში რომ დავბრუნდი, აქტიური მომხმარებელი გავხდი. მალევე შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებსაც ველოსიპედი გვაერთიანებდა, დავდიოდით და დღემდე დავდივართ ველო ტურებში თბილისის გარეთ.

თბილისში გადავაადგილდები თითქმის ყოველ დღე, ძალიან მეკომფორტულება, ზუსტად ვსაზღვრავ დროს და დანიშნულ ადგილას არასდროს ვაგვიანებ. ხანდახან სკოლაშიც ველოსიპედით დავდივარ.

და, რა თქმა უნდა, აწყდება სხვადასხვა პრობლემას:

ქალაქში არის მონაკვეთები სადაც მეტი სიფრთხილე და ყურადღება მმართებს, მანქანები საკმაოდ ცუდად გადაადგილდებიან ქუჩებში, განსაკუთრების გაჩერების ან მოხვევის შემთხვევაში ციმციმას არ რთავენ, რის გამოც სერიოზულ საფრთხეს გვიქმნიან.

ველობილიკების შესახებ:

აქაც, იმედი მაქვს, ნელ-ნელა საზოგადოების კულტურა შეიცვლება იმ მხრივ, რომ ველო ბილიკზე არ ისეირნონ და რაც მთავარია, მანქანების სადგომად არ გადაიქცეს. ამის გამო სწრაფად ვერც ველოგზაზე გადავაადგილდები, საკმაო დაბრკოლებებია. თუმცა, ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს ველობილიკზე, უპირატესობა ჩემს მხარეზეა ამ შემთხვევაში.

მარიკას რჩევები:

რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს და ეშინია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება, ვურჩევ, რამოდენიმეჯერ გამოცდილ ველომოყვარულთან ერთად გავიდეს ქალაქში. ასევე, თვეში ერთხელ იმართება ველო მსვლელობა თბილისის ქუჩებში და შეგიძლიათ შეუერთდეთ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების წესები. ყველაზე აუცილებელი, სანამ ველოსიპედზე დაჯდებით – ჩაფხუტი, სათვალე, ველოხელთათმანი. კომფორტული სამოსი ჩაიცვით, შარვალი იქნება თუ კაბა, და გაუყევით ქალაქის ქუჩებს შეუფერხებლად, საცობების გარეშე, მარჯვენა ზოლში, მოძრაობის მიმართულებით.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

Related Blog

View all
ჯირო დ’იტალია - ქალების ველო შეჯიბრება ამბები
17 ივნისი 2025

ჯირო დ’იტალია - ქალების ველო შეჯიბრება

2025 წელს ჯირო დ'იტალია ქალების საგზატკეცილო ველო შეჯიბრება უკვე 36-ედ გაიმართება. გაიგეთ დეტალები ეტაპებზე, მარშრუტზე და მონაწილეებზე.

რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ? ამბები
10 თებერვალი 2025

რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ?

ველოსიპედი საქართველოში? როგორ აღიქმება ველოსიპედი ქართულ საზოგადოებაში და რეკლამებში. ველოსიპედს შეუძლია შეცვალოს ქალაქის ცხოვრების ხარისხი.