ჩვენი ველოტურები მრავალფეროვანია — ხან ასფალტზე მივაგორებთ ველოს, ხან სოფლის ძველ გზებზე, ხან კი მთაში სერპანტინებს ვეჭიდებით. ტალახი, მდინარე, წვიმა და ქარი ჩვენი გზის ნაწილია.
გვინდა, ველოტურში წამოსვლისას, წინასწარ იცოდეთ, რა სირთულე დაგხვდებათ.
სირთულე განისაზღვრება:
- გზის საფარით
- აღმართების რაოდენობით (Elevation Gain)
- კილომეტრაჟით
- გზის დატვირთულობით
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ნაკლებად დატვირთულ გზებზე მოძრაობას, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია.
საიტებზე შეიძლება სხვადასხვა კლასიფიკაციას შეხვდეთ, რაც ცოტა დამაბნეველია, ამიტომ ჩვენ შევქმენით CCN ტურებზე მორგებულ სისტემას. ასევე, ამ სირთულეებს შევუსაბამეთ ფერები, რომელიც ასოციაციურად მიგახვედრებთ, როცა ტურს დავდებთ, შეესაბამება თუ არა ეს ტური თქვენს შესაძლებლობებს.
⬤ ძალიან მარტივი (ყვითელი)
მარტივი გრუნტი ან ასფალტი. აღმართები თითქმის არ შეგხვდებათ. 15–30 კმ. მანქანების შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირე.
⬤ მარტივი (მწვანე)
მარტივი გრუნტი ან ასფალტი მცირე აღმართებით. Elevation gain – 200 მ-მდე. 30–60 კმ. მანქანების ალბათობა – მცირე.
⬤ საშუალო (ნარინჯისფერი)
ასფალტი ან გრუნტი, სადაც გრუნტზე მართვის ტექნიკა დაგჭირდებათ. Elevation gain – 500–600 მ. 30–70 კმ. მანქანების მოძრაობა – საშუალოზე მეტი.
⬤ რთული (წითელი)
ასფალტი ან გრუნტი რთული აღმართებითა და დაღმართებით. Elevation gain – 1000–2000 მ. 50–170 კმ. მოძრაობა შესაძლოა იყოს ინტენსიური ან საერთოდ არ იყოს — მარშრუტზეა დამოკიდებული.
⬤ ძალიან რთული (ლურჯი)
სერპანტინები, მკვეთრი აღმართები და ტექნიკური მონაკვეთები. საჭიროა მაღალი ტექნიკა, გამძლეობა და ძალა. Elevation gain – 1500–3500 მ. 70–250 კმ.
გვინდა იცოდეთ, რომ თუ ფიქრობთ, რომ სირთულე თქვენს შესაძლებლობებს აღემატება — არ შეგეშინდეთ, სცადეთ. შესაძლოა პირველივე ჯერზე არა, მაგრამ შემდეგ ცდაზე აუცილებლად გამოგივათ.
Comments (0)
No comments yet.