ველოტურის სირთულის კლასიფიკაცია

გამოქვეყნდა 05 ივლისი 2024 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: რჩევები
ველოტურის სირთულის კლასიფიკაცია

ჩვენი ველოტურები მრავალფეროვანია — ხან ასფალტზე მივაგორებთ ველოს, ხან სოფლის ძველ გზებზე, ხან კი მთაში სერპანტინებს ვეჭიდებით. ტალახი, მდინარე, წვიმა და ქარი ჩვენი გზის ნაწილია.


გვინდა, ველოტურში წამოსვლისას, წინასწარ იცოდეთ, რა სირთულე დაგხვდებათ.

სირთულე განისაზღვრება:

  • გზის საფარით
  • აღმართების რაოდენობით (Elevation Gain)
  • კილომეტრაჟით
  • გზის დატვირთულობით

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ნაკლებად დატვირთულ გზებზე მოძრაობას, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია.


საიტებზე შეიძლება სხვადასხვა კლასიფიკაციას შეხვდეთ, რაც ცოტა დამაბნეველია, ამიტომ ჩვენ შევქმენით CCN ტურებზე მორგებულ სისტემას. ასევე, ამ სირთულეებს შევუსაბამეთ ფერები, რომელიც ასოციაციურად მიგახვედრებთ, როცა ტურს დავდებთ, შეესაბამება თუ არა ეს ტური თქვენს შესაძლებლობებს.

ძალიან მარტივი (ყვითელი)

მარტივი გრუნტი ან ასფალტი. აღმართები თითქმის არ შეგხვდებათ. 15–30 კმ. მანქანების შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირე.

მარტივი (მწვანე)

მარტივი გრუნტი ან ასფალტი მცირე აღმართებით. Elevation gain – 200 მ-მდე. 30–60 კმ. მანქანების ალბათობა – მცირე.

საშუალო (ნარინჯისფერი)

ასფალტი ან გრუნტი, სადაც გრუნტზე მართვის ტექნიკა დაგჭირდებათ. Elevation gain – 500–600 მ. 30–70 კმ. მანქანების მოძრაობა – საშუალოზე მეტი.

რთული (წითელი)

ასფალტი ან გრუნტი რთული აღმართებითა და დაღმართებით. Elevation gain – 1000–2000 მ. 50–170 კმ. მოძრაობა შესაძლოა იყოს ინტენსიური ან საერთოდ არ იყოს — მარშრუტზეა დამოკიდებული.

ძალიან რთული (ლურჯი)

სერპანტინები, მკვეთრი აღმართები და ტექნიკური მონაკვეთები. საჭიროა მაღალი ტექნიკა, გამძლეობა და ძალა. Elevation gain – 1500–3500 მ. 70–250 კმ.

გვინდა იცოდეთ, რომ თუ ფიქრობთ, რომ სირთულე თქვენს შესაძლებლობებს აღემატება — არ შეგეშინდეთ, სცადეთ. შესაძლოა პირველივე ჯერზე არა, მაგრამ შემდეგ ცდაზე აუცილებლად გამოგივათ.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

Related Blog

View all
ზამთრის ველო აღჭურვილობა: რა უნდა ჩაიცვა ცივ ამინდში? რჩევები
13 დეკემბერი 2025

ზამთრის ველო აღჭურვილობა: რა უნდა ჩაიცვა ცივ ამინდში?

ზამთარში ველოსიპედით სიარული ბევრისთვის გამოწვევაა, მაგრამ სწორი ჩაცმულობით ცივი ამინდი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ველოსიპედი და ჯანმრთელობა რჩევები
11 აგვისტო 2025

ველოსიპედი და ჯანმრთელობა

გაიგეთ, როგორ აუმჯობესებს ველოსიპედი თქვენს ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს და გეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში. შემოუერთდით CCN -ის ველო გასვლებს.