საქართველო უკვდავია
მსვლელობა

საქართველო უკვდავია

შემოგვიერთდი 9 აპრილს, 12:00-ზე ველოსიპედის ძეგლთან. ველო მსვლელობა გმირთა მოედანსა და 9 აპრილის მემორიალთან პატივის მისაგებად.

ველოსიპედის ძეგლი
09 აპრილი 2025
16:00
1 საათი

ℹ️ ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან 9 აპრილს, 12:00 საათზე

🛣 ველო მსვლელობა გაივლის გმირთა მოედანსა და 9 აპრილის მემორიალს


🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას, მრავალი ადამიანი შეეწირა.

გვინდა, ამ მსვლელობით პატივი მივაგოთ ყოველ მათგანს და მადლიერება გამოვხატოთ.


ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გამოხატოს თავისი ერთგულება ქვეყნის მიმართ, ცხადად დააფიქსიროს:

რომ რუსეთი არის მტერი და მასთან მეგობრობა არც მისაღებია და არც რეალისტური.

რომ საქართველოს არ სურს იყოს რუსეთის გავლენის სფერო.


👻 დემენტორები ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ აგრესორად ამ ურთიერთობებში, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს დემენტორების არც სჯერათ და არც ეშინიათ

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all