წითელი ხიდიდან კარწახის ტბამდე - COP30
ველოტური რთული

წითელი ხიდიდან კარწახის ტბამდე - COP30

4 დღიანი ველომსვლელობა 14–17 მაისს: თბილისიდან თურქეთის საზღვრამდე. დღეში 70–80 კმ. კლიმატის ცვლილების COP30 მოძრაობის მხარდაჭერა.

ველოსიპედის ძეგლი
14 მაისი 2025
11:00
5 დღე
400 km

გიწვევთ 4 დღიან ველომსვლელობაში, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მოძრაობას და მოიცავს სიმბოლურ აქტს: დროშის გადაცემას თურქეთის საზღვარზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილეობა შეუძლია მას, ვისაც აქვს:

  • დღეში 70-80 კმ გავლის გამოცდილება
  • გამართული ველოსიპედი
  • სალაშქრო აღჭურვილობა: კარავი და საკვების ნაკრები

მონაწილეობა უფასოა.


თუ სრულ გზაზე ვერ წამოხვალთ, შეგიძლიათ ნაწილობრივ, სხვადასხვა ლოკაციაზე შემოგვემგზავროთ.

როგორ შემოგვიერთდე

თუ წამოსვლას გადაწყვეტთ, გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში, რომ ვიცოდეთ მონაწილეთა რაოდენობა და დეტალები შეგითანხმოთ.

ისტორია მოკლედ

კლიმატის ცვლილების კონფერენცია შარშან აზერბაიჯანში ჩატარდა, წელს კი ბრაზილიაშია. ველოსიპედისტები, ვინც 12 ქვეყანა გაიარა ბაქოში მოსახვედრად, წელს ბრაზილიაში მიდიან ჯერ ველოთი, შემდეგ გემით, და ისევ ველოსიპედით. ხოლო წინა კონფერენციის ქვეყნიდან "დროშის გადასაცემად" საზღვრიდან საზღვრამდე ივლიან ველო ენთუზიასტები.

დამატებითი ინფორმაცია:

მარშრუტი

ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:

  1. 1
    14 მაისი: ველოს ძეგლი → წითელი ხიდი → მარნეული
  2. 2
    15 მაისი: მარნეული → წალკა
  3. 3
    16 მაისი: წალკა → კარწახის ტბა
  4. 4
    17 მაისი: დროშის გადაცემა თურქეთის საზღვარზე → ახალქალაქის და ბორჯომის გავლით დაბრუნება თბილისისკენ

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all