ბრევეტი 200
გამოწვევა

ბრევეტი 200

200 კმ ბრევეტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 13:30 საათის ლიმიტი. თვითდაფინანსებული (self-supported) ფორმატი. რეგისტრაცია ონლაინ.

დავით აღმაშენებლის ქუჩა
25 მაისი 2025
10:45
2 დღე

🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 13:30 საათში?

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ველოსიპედისტები ამ დღეს ჩვენებურად აღვნიშნავთ — ვაგრძელებთ შარშანდელ ტრადიციას და ვატარებთ სეზონის პირველ 200 კმ ბრევეტს.

ღონისძიების შესახებ

ბრევეტი არის შორი მანძილის, გამძლეობაზე ორიენტირებული, self-supported ფორმატის ველო ღონისძიება. აქ მთავარი არა შეჯიბრი, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაა — დროის მართვა, გამძლეობა და სტაბილური ტემპი.

  • მანძილი: 200 კმ
  • დროის ლიმიტი: 13 საათი 30 წუთი
  • ფორმატი: (self-supported)

self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი: ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრატაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი მანძილის დაფარვა სტაბილური ტემპით.

რეკომენდებულია Road, Gravel ან გამძლეობისთვის განკუთვნილი ველოსიპედი.

რატომ ღირს მონაწილეობა

ბრევეტი 200 მხოლოდ მანძილი არ არის — ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის და მენტალური სიმტკიცის გამოცდა. ასევე, ეს პირველი ნაბიჯია უფრო გრძელი ბრევეტებისკენ: 300 კმ, 400 კმ და 600 კმ.

ინფორმაცია და რეგისტრაცია

ℹ️ ინფო / რეგისტრაცია: შეავსე რეგისტრაციის ფორმა

მოემზადე პასუხისმგებლობით, იარე გონივრულად და აღნიშნე საქართველოს დამოუკიდებლობის შენს ველოსიპედითთან ერთად.

Gallery

You must be logged in to leave a review.

შესვლა შეფასებისთვის

Related Events

View all