⚠️ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას
#მხოლოდქალებისთვის
6–13 ივლისს იტალიაში იმართება ქალების Giro d’Italia — საგზატკეცილო ველო შეჯიბრება.
8 დღის განმავლობაში მონაწილეები დაფარავენ 939.6 კმ-ს და 14,000 მეტრ ამაღლებას.
სწორედ ამ მაჩვენებლებით შთაგონებული, CCN და Gsport გთავაზობთ ქალებისთვის სპეციალურ გამოწვევას.
გამარჯვების პრინციპი
- გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომლის შედეგი ყველაზე მეტად მიუახლოვდება Giro-ს კილომეტრაჟსა და ამაღლებას
- არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ
- არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ველოსიპედი გყავთ
- თქვენ ირჩევთ — 1 დღე, 2 დღე თუ მთელი 8 დღე
შეარჩიეთ სასურველი დრო, დაფარეთ კილომეტრები, ჩაიწერეთ Strava-ზე და მიიღეთ მონაწილეობა.
მონაწილეობის წესები
- მოგვწერეთ Facebook ან Instagram გვერდზე
- გავლილი მარშრუტები გამოგვიგზავნეთ Strava/Komoot ბმულით ელ ფოსტაზე: info@ccn.ge
- თითოეულ გასვლაზე გადაიღეთ მინიმუმ 1 ფოტო და მონიშნეთ CCN და Gsport
დაჯილდოება
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 15 ივლისს, 19:00 საათზე, ყაზბეგის გამზირზე.
🤗 მონაწილეობა თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
გამოწვევა მიღებულია?