ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს

გამოქვეყნდა 13 თებერვალი 2025 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ამბები
ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს

როგორც კი გახმაურდა ამბავი, რომ ლადო აფხაზავას ველო მოუპარავთ, ველომოყვარულებმა იდეა გააზიარეს:

შევუძინოთ ახალი ველო.

ბევრმა გამოთქვა ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ყველას დაასწრო Zura's Bike Shop-მა.

მათ ლადოს დაუკავშირდნენ, მიიწვიეს მაღაზიაში, აარჩევინეს სასურველი ველო და საჩუქრად გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ლადო ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელია და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.


Zura's Bike Shop ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და გამოირჩევა განსაკუთრებული ზრუნვით ველო მომხმარებლების და ველო საზოგადოების მიმართ.

გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ზურას, მისი თანამშრომლების, ლადოსა და იმ ველომოყვარულების მიმართ, ვინც მზაობა გამოთქვა, ეს კარგი რამ განხორციელებულიყო.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

Related Blog

View all
რა არის Ciclovía? ამბები
07 აპრილი 2025

რა არის Ciclovía?

Ciclovía ათავისუფლებს ქუჩებს და აძლევს ადამიანებს სივრცეს სიარულისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის, ცეკვისთვის და დასვენებისთვის. Bogotá-ს მაგალითით შთაგონებული, ის მომავლის ქალაქის ხედვას გვთავაზობს.