🟢 6, 13, 20 აგვისტო დილის სამთო სავარჯიშო ველოტურები თბილისში. დრო: 07:00 – 09:00
ვიწყებთ ადრე, რომ მზეს არ დავაჩაგვრინოთ თავი და კომფორტულ ტემპში ვივარჯიშოთ.
რა არის მიზანი?
ამ გასვლების კონკრეტული მიზანია — „გურული ველო დღეებისთვის“ მომზადება.
გვინდა, გრუნტზე სიარული აღარ იყოს სირთულე და ტექნიკური მონაკვეთები თავდაჯერებულად გაიაროთ.
ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ველოს ფლობის ნებისმიერი დონის მქონე ადამიანისთვის.
თუ გურიაში წამოსვლას არ აპირებთ, მაინც შეგიძლიათ მონაწილეობა.
რას მიიღებთ?
- გრუნტზე ველოს მართვის უნარების გაუმჯობესება
- პრაქტიკული რჩევები ტექნიკურ მონაკვეთებზე
- ფიზიკური გამძლეობის გაძლიერება
- დილის ენერგიული და პოზიტიური ატმოსფერო
რეგისტრაცია
მოგვწერეთ მესენჯერში ან ელ.ფოსტაზე: info@ccn.ge
მოემზადე გრუნტისთვის 💚