"გურული ველო დღეები 1", "გურული ველო დღეები 2", "გურული ველო დღეები 3"- ის შემქმნელებისგან: გურული ველო დღეები 4 🔥
ეს არის სამდღიანი ველოტური, რომელიც გურიის უმშვენიერესი ადგილების ველოსიპედებით მოვლას, გაცნობას და გულში ჩახუტებას ისახავს მიზნად.
ძალიან გვიხარია, რომ გურული რაიდერის — გიორგი გოგიტიძის ინიციატივით დაწყებული და ჩვენი მხარდაჭერილი ველოტური უკვე მეოთხე წელია იმართება. ყოველ ჯერზე ახალ მარშრუტს გთავაზობთ. ამჯერად, ძირითადად ალპურ და სუბალპურ ზონებში ვივლით და უამრავ სილამაზეს ვნახავთ.
ℹ️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- ელექტრო ველოთი მონაწილეობა შესაძლებელია (ელ. ენერგია ხელმისაწვდომია)
- თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები ატარებთ
- წყალი არის მარშრუტზე — 1 ბოთლი საკმარისია
- სასტუმრო მხოლოდ ბახმაროშია — საჭიროა კარავი და საძილე
- ჩაფხუტი სავალდებულოა
- ველო ტექნიკურად გამართული უნდა იყოს (უხუნდო მუხრუჭები დაუშვებელია)
- აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი
- ტელეფონის სიგნალი უმეტესად არ იჭერს
- Power bank რეკომენდებულია
- წინა და უკანა განათება აუცილებელია
- ამინდის ცვლილების შემთხვევაში დეტალები შეიძლება შეიცვალოს უსაფრთხოების მიზნით
❤️ დამატებითი
გაითვალისწინეთ ნაღდი ფული ადგილობრივი პროდუქტებისთვის.
ასევე - გავივლით სოფლებს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. რამე სიმბოლურ საჩუქარს თუ წამოუღებთ მათ, იმათაც გაახარებთ და თქვენც ძალიან კარგად იგრძნობთ თავს.
„გურული ველო დღეები“ ჩვენი საყვარელი პროექტია. ვცდილობთ ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ, რათა მეტი ადამიანი შეძლოს მონაწილეობა.
შევხვდებით 28 აგვისტოს!