Super Randonneur - ალექსანდრე გეგეჭკორი

გამოქვეყნდა 14 დეკემბერი 2024 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ამბები
Super Randonneur - ალექსანდრე გეგეჭკორი

"კავკასიის ველო ქსელის" წევრებისთვის "ბრევეტის" იდეა უკვე ცნობილია, თუმცა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც სიახლეა, რომ ოფიციალური პარიზი – ბრესტი – პარიზის, ამ დრომდე ერთადერთი ქართველი მონაწილე ალექსანდრე გეგეჭკორია.

ის დაგვიკავშირდა მას შემდეგ, რაც Brevet Star Wars – ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მოგვიყვა თავისი ისტორია, რომელიც ვფიქრობთ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

ლიცენზიისთვის ბრძოლა

ლიცენზიის მოსაპოვებლად 2018 წელს დაიწყო „ბრძოლა“ — თვეობით ლოდინი და სხვადასხვა კონტაქტების ძიება გახდა საჭირო, რომ მიეღო პასუხი Audax Club Parisien – დან.

კვალიფიკაცია PBP-სთვის

2019 წლის „პარიზი – ბრესტი – პარიზში“ მონაწილეობისთვის საჭირო იყო საკვალიფიკაციო 200, 300, 400 და 600 კმ ბრევეტების შესრულება და შესაბამისი მედლების მიღება.

ალექსანდრემ ყველა მათგანი დამოუკიდებლად დაგეგმა და გაიარა. მოთხოვნის შესაბამისად, ოფიციალურ წარმომადგენლებთან აგზავნიდა მაღაზიებიდან მიღებულ ჩეკებს, რათა დაედასტურებინა, რომ მითითებულ დროს ნამდვილად იმყოფებოდა შესაბამის მონაკვეთებზე.

Super Randonneur

ოთხივე ბრევეტის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღო Super Randonneur – ის ტიტული და მედალი.

1200 კმ – Paris–Brest–Paris

შემდეგი ეტაპი იყო 1200 კმ-იანი PBP — ერთ-ერთი ყველაზე რთული რანდონეურის ღონისძიება მსოფლიოში. დიდი ძალისხმევის შედეგად ალექსანდრემ შეძლო ამ ურთულესი ბრევეტის დაფინიშებაც.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

Related Blog

View all
რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? ამბები
18 მაისი 2025

რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)?

Brevet Randonneurs Mondiaux (BRM, ბრევეტი) — არაკონკურენტული, გრძელ დისტანციური ველორბოლა. როგორ გახდა საქართველო ამ საერთაშორისო მარშრუტების ოფიციალური მასპინძელი.

ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან ამბები
28 ივლისი 2025

ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან

58 წლის ნუკრი დიასამიძის შთამაგონებელი ისტორია — როგორ დააფინიშა მან Ironman საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ურთულეს პირობებში და ტექნიკური პრობლემების მიუხედავად.