გვინდა, ქართველების სპორტული წარმატების ამბები ბევრმა გაიგოს!
სიხარულით გიამბობთ კიდევ ერთი ქართველის შესახებ, რომელიც გახდა IRONMAN: Vitoria Gasteiz-ში, 13 ივლისს გამართულ ტრიატლონში, სადაც მონაწილეობა 2000-მდე მოყვარულმა და სპორტსმენმა მიიღო, ბექა კვერნაძემ ცურვა-ველო-სირბილი 10:47 საათში დაასრულა (3.86 კმ ცურვა, 180 კმ ველო, 42.2 კმ სირბილი).
მისთვის ეს პირველი აირონმენი იყო და ზოგადად პირველი ტრიატლონი — მანამდე არანაირი დისტანცია არ ჰქონდა შესრულებული (აირონმენი მაქსიმალური დისტანციის ტრიატლონია).
პირველი გამოცდილება
ბექას თქმით, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ისიამოვნა ცურვით და ველოსიპედით. თუმცა, სირბილი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა 20-30 კმ მონაკვეთში. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც იმ დროში ჩაჯდა, რაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი.
ბექა უკვე გეგმავს უფრო რთულ გამოწვევებში მონაწილეობას და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გამოცდას.
სპორტული და პროფესიული გზა
ბექა CrossFit-ის L2 დონის სერტიფიცირებული მწვრთნელია და აქტიურად არის ჩართული სპორტულ საქმიანობაში. IRONMAN-ის წარმატებით დასრულება მისთვის მხოლოდ დასაწყისია.
ქართველ სპორტსმენებს ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს და კიდევ ბევრ ასეთ ისტორიას, რომელიც შთაგონებას მისცემს მომავალ თაობებს.
Comments (0)
No comments yet.